ქართული ღვინო ამერიკულ ბაზარზე

19.08.2022 01:51

ამერიკელი ღვინის ექსპერტები საქართველოში. 12-კაციანმა ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიო შედიოდნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლები და მარკეტოლოგები, ქართლისა და კახეთის რეგიონები მოინახულეს და 40-მდე კომპანიის ღვინოები დააგემოვნეს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 2021 წელს დაფიქსირდა ქართული ღვინის ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი - 1 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო. ამასთან, აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ერთი ლიტრი ქართული ღვინის ფასი ექვსი აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია მიმდინარე წელსაც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: