საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი "გახსოვდეს 1000 წვრილმანი"
2013 წლის 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ), თბილისის ისტორიის მუზეუმში მართავს თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნების მასშტაბურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონს, სახელწოდებით "გახსოვდეს ათასი წვრილმანი". გამოფენა-აუქციონზე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ხელოვანები: მხატვრები, ფერმწერები, რეჟისორები, მწერლები. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოხატული და გაფორმებული 15 დასახელების 300-მდე ნივთი (ავეჯი, ჭურჭელი და სხვა). გამოფენის დროს ნამუშევრების გაყიდვა მოხდება აუქციონის წესით. გაყიდული ექსპონატებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სსკ-ს პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დახმარებას. აუქციონის პარალელურად გაიმართება ფოტო-გამოფენა, რომელსაც წარმოადგენს National Geographic საქართველო და გურამ წიბახაშვილი. ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი "ლალე". აუქციონი გაიმართება 15 დეკემბერს, გამოფენა-გაყიდვა კი გაგრძელდება 23 დეკემბრამდე. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045