საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონი "გახსოვდეს 1000 წვრილმანი"

12/12/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

2013 წლის 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და საქართველოს სამარიტელთა კავშირი (სსკ), თბილისის ისტორიის მუზეუმში მართავს თანამედროვე ქართული გამოყენებითი ხელოვნების მასშტაბურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-აუქციონს, სახელწოდებით \"გახსოვდეს ათასი წვრილმანი\".
გამოფენა-აუქციონზე მონაწილეობენ ცნობილი ქართველი ხელოვანები: მხატვრები, ფერმწერები, რეჟისორები, მწერლები. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოხატული და გაფორმებული 15 დასახელების 300-მდე ნივთი (ავეჯი, ჭურჭელი და სხვა). გამოფენის დროს ნამუშევრების გაყიდვა მოხდება აუქციონის წესით. გაყიდული ექსპონატებიდან შემოსული თანხა მოხმარდება სსკ-ს პროგრამებში ჩართულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დახმარებას.
აუქციონის პარალელურად გაიმართება ფოტო-გამოფენა, რომელსაც წარმოადგენს National Geographic საქართველო და გურამ წიბახაშვილი.
ღონისძიებას მუსიკალურად გააფორმებს სიმებიანი კვარტეტი \"ლალე\".
აუქციონი გაიმართება 15 დეკემბერს, გამოფენა-გაყიდვა კი გაგრძელდება 23 დეკემბრამდე.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან