„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

12.10.2020 00:49

წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობენ „სტრატეგია აღმაშენებელში“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, თეონა ჭალიძე მოსკოვის გამზირზე, ცესკო-ს 29 საარჩევნო უბანზე არსებულ კანონდარღვევაზე მიუთითებს. როგორც ის აღნიშნავს, საარჩევნო უბნის შენობაზე საარჩევნო კოდექსის დარღვევითაა გაკრული „ქართული ოცნების“ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა კახიშვილის საარჩევნო ბანერი.  დღესვე პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლები საჩივრით მიმართავენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: