ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი თელავში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის მორიგი ტური, ქუთაისისა და გორის შემდეგ, თელავში გაიმართა, რომელსაც 566 დელეგატი დაესწრო. დებატების მთავარ თემას ადამიანთა უფლებები და მართლწესრიგის საკითხები წარმოადგენდა. კენჭისყრის შედეგად, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა. ბაქრაძემ დელეგატებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალში მაქსიმალურ გულწრფელობას დაპირდა. „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის გამოსავლენ პრაიმერში დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია იღებენ მონაწილეობას. თელავის მონაცემებით, მეორე ადგილზე შოთა მალაშხია გავიდა, მესამეზე - გიორგი ბარამიძე, ხოლო მეოთხე ადგილი ზურაბ ჯაფარიძემ დაიკავა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატი ივლისის ბოლოს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პოლიტიკური გაერთიანება პრაიმერს ყველა რეგიონში ჩაატარებს. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/11R3MzH
მსგავსი ვიდეოები
ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის თელავის ტურის გამარჯვებული დ...
knews. ge
ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი
TV IMEDI
"ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერი ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარი...
odishitv
'ნაციონალური მოძრაობის' პრაიმერი ზუგდიდში ხმაურის ფონზე წარი...
Novosti Moskvi
" ღია ეთერი: :ნაციონალური მოძრაობის პრაიმერი
TV IMEDI
ზურაბ ჯაფარიძე - ის რომ არსებობს ქართული სახელმწიფო ნაციონალ...
GeorgiaReality
„ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერს ზუგდიდში ცოცხებით, ბარებით...
Radio Atinati
ბარამიძე: ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატი პრაიმ...
პოლიტიკური პორტალი