პოლიციამ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში კიდევ ერთი პირი დააკავა

09.09.2020 00:29

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმის გამოძიების ფარგლებში, მეხუთე პირი დააკავეს. გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებებისა და ამოცნობის ჩატარების შედეგად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ლ.ც. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბარის 4 სხვა თანამშრომელთან ერთად, რომლებიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკვე დააკავეს, დაწესებულების სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო 1986 წელს დაბადებულმა ორმა პირმა - ი.ფ.-მ და ი.გ.-მ, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ასევე, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ახალი გარემოებებისა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების გამოკვეთის და დაკავების მიზნით. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პოლიციამ ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმეზე მეოთხე პირიც დააკავა
00:34

პოლიციამ ერთ-ერთ ბარში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების საქმ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს-მ თბილისში 22 წლის ახალგაზრდა დააკავა
00:26

შსს-მ თბილისში 22 წლის ახალგაზრდა დააკავა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაკავება განზრახ მკვლელობის ფაქტზე
00:49

დაკავება განზრახ მკვლელობის ფაქტზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეზღუდვები თბილისში
01:33

შეზღუდვები თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ქალი: თუ დამიმტკიცეს, როგორ უნდა ვიცხოვრო
00:45

ბავშვის გატაცებაში ბრალდებული ქალი: თუ დამიმტკიცეს, როგორ უნ...

Radio Atinati

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თხილის ბაღში იმშობიარა და ბავშვი მიატოვა
01:26

ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თხილის ბაღში იმშობიარა და ბავშვი...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პროსტიტუცია თურქულ ბარში - პოლიციამ ახალციხეში რამდენიმე ქალი აიყვანა
00:51

პროსტიტუცია თურქულ ბარში - პოლიციამ ახალციხეში რამდენიმე ქალ...

POS TV

ბარ „სახელოსნოს“ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა
00:53

ბარ „სახელოსნოს“ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო