აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა


ძირითადად, საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს – ასეთია  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ ანგარიშში აისახა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების ანგარიში გუშინ გამოაქვეყნა. მასში  საქართველო შეფასებულია, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, ხაზგასმულია ამ მიმართულებით საქართველოს თანამშრომლობა ნატო-სთან, ევროპის საბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და „სუამთან“. დოკუმენტში პოზიტიურად არის შეფასებული ასევე საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ გააძლიერა კონტრტერორისტული კანონმდებლობა. გააფორმა ევროპოლთან ურთიერთგაგების მემორანდუმი, რაც კომუნიკაციისთვის ევროპოლის უსაფრთხო ხაზების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან