ძლიერი ქარი ქუთაისში
ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქუთაისში. რამდენიმე ქუჩაზე წაიქცა მრავალწლიანი ხეები. მომხდარის შედეგად ცენტრალურ პარკთან ერთი ადამიანი დაშავდა. ექიმები აცხადებენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამსახურდიას ქუჩაზე კი ხის დაცემის შედეგად ერთი ავტომობილი დაზიანდა, საბედნიეროდ მასში არავინ იჯდა. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა კადეტთა ლიცეუმის ყაზარმულ შენობას. ქუთაისის მასშტაბით მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის და დასუფთავების სამსახურის თანმშრომლები. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოს რამდენიმე რაიონში. სტიქიამ ზიანი მიაყენა აბაშის, ჩხოროწყუსა და ხობის მუნიციპალიტეტებს. აბაშაში ქარმა პირველ საჯარო სკოლას და სოფელ მადანში საბავშვო ბაღს სახურავი გადახადა. სახურავის გარეშე დარჩა რამდენიმე სახლი ხობსა და ჭალადიდში. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფლებს, ახუთსა და ლესიჭინეს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაზიანდა გადამცემი ხაზები. ელექტროენერგია არ მიეწოდება ზუგდიდი, მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ცნობით, სამეგრელოში უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო დაზიანებული ქსელის აღსადგენად კომპანია ამ წუთებშიც მუშაობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ძლიერი ქარი ქუთაისში
TV3
"გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები"-ქუთაისში სტიქიიტ მიყ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ქუთაისის მერმა სტიქიისაგან დაზიანებული ადგილები დაათვალიერა...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა
ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უამინდობა რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სტიქია კახეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარი გორში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ძლიერი ქარი სამტრედიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster