ახალციხეში ენერგოაუდიტორები მომზადდებიან
tv9news.ge - ახალციხეში საჯარო დაწესებულებების შენობები ენერგოეფექტურობაზე შემოწმდებიან. ენერგოაუდიტი სპეციალური ხელსაწყოს - ტესტოს გამოყენებით მომზადდება, რომლის საშუალებითაც გამოჩნდება, რამდენია შენობიდან ენერგიის დანაკარგი. ამის გარდა, დაგეგმილია ენერგოაუდიტორების მომზადება, რომლებსაც ტრენინგები ჩაუტარდებათ. მათ შეეძლებათ, რომ კომპენტენტურ დონეზე მოამზადონ ნებისმიერი შენობის ენერგოაუდიტორული დასკვნა. აქტივობები პროექტის - „ენერგოაუდიტორები - ენერგოეფექტურობის მონიტორინგისათვის“ ფარგლებშია დაგეგმილი, რომლის განხორციელებასაც საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრი იწყებს. პროექტში გათვალისწინებულია მოქალაქეების ცნობიერების გაზრდაც. მისი სამიზნე აუდიტორიაა მოსახლეობა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლები. მათთვის პროექტის პრეზენტაცია დემოკრატიული ჩართულობის ახალციხის ცენტრში გაიმართა. პროექტი ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რვა თვის განმავლობაში განხორციელდება.
მსგავსი ვიდეოები
ახალციხეში ათი ენერგოაუდიტორი გადამზადდა
მეცხრე არხი ახალციხე
21/06/2017
რუსთავის მერია
ახალციხეში გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახის ადვოკატები საქმ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
აქციის გამო ახალციხის შემოსასვლელი გადაკეტილია [Video]
samkhretis karibche
ახალციხეში პროგრამა ,,მომავლის თაობის" შემაჯამებელი ღონისძიე...
მეცხრე არხი ახალციხე
წავლენ თუ არა ახალციხიდან აქციაზე [Video]
samkhretis karibche
რეწვის სახელოსნოების საერთაშორისო ფესტივალი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
როგორ აფასებენ ახალციხელები ჭელის მინარეთის დემონტაჟს [Video...
samkhretis karibche