საარჩევნო რეფორმა
ახალ საარჩევნო რეფორმას იურიდიული კომიტეტი მეორე მოსმენით განიხილავს. ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნის საფუძველზე პირველი მოსმენით დამტკიცებულ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებში დამატებით კიდევ 13 ცვლილება შედის. ექნება თუ არა ახალ საარჩევნო რეფორმას ოპოზიციის მხარდაჭერა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დოკუმენტის განხილვის შემდეგ გაირკვევა. ოპოზიციას შორის ამ დრომდე ურთიერთბრალდებების საფუძველი გუშინ გავრცელებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ და სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო საკითხებზე ორი დახურული შეხვედრა გამართეს, რასაც საპარლამენტო ოპოზიციის მეორე ნაწილის აღშფოთება და მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ისინი ოპოზიციონერ კოლეგებს მმართველ გუნდთან ვაჭრობაში ადანაშაულებენ და მეტ განმარტებებს ითხოვენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ბრალდებებს უარყოფენ და ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტზე „ქართულ ოცნებასთან“ კომუნიკაციაში პრობლემას ვერ ხედავენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
TV IMEDI
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საარჩევნო რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster