წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე და შემაჯამებელი შეხვედრები


წინასაარჩევნო კამპანიის ბოლო დღე და შემაჯამებელი შეხვედრები. თბილისსა და რეგიონებში აქტივობა დასრულდა. მმართველმა პარტიამ და ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ, არსებული პრობლემების მოგვარებაზე გააკეთეს აქცენტი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში კი გამოვლენილ ხარვეზებზე ისაუბრეს. საარჩევნო კამპანია შეაჯამეს თბილისშიც. მაღალი კონკურენციის ფონზე ამომრჩევლისთვის საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას კიდევ ერთხელ შეეცადნენ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. 19 მაისს არჩევნები გაიმართება 410 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 402 091 ამომრჩეველი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან