მსჯავრდებულ ადეიშვილის შეხვედრები ევროპაში - გამოხმაურება


ისევ პოლიტიკური განხილვის თემაა ხუთ მძიმე საქმეზე მსჯავრდებულ ზურაბ ადეიშვილის ექსტრადირების საკითხი. ოპოზიციის ნაწილში აცხადებენ, რომ წლების შემდეგ ადეიშვილის საკითხის წამოწევა სხვა უფრო მნიშვნელოვანი თემების გადასაფარად მოხდა. მათი ვარაუდით, ადეიშვილის ექსტრადირება არ მოხდება, რადგან აღნიშნული პროცესი დასაწყისშივე განწირული იყო. „ქართულ ოცნებაში“ კი მთავრობის მოთხოვნას -  გადმოეცეს ქვეყანას დამნაშავე პირები, სწორ ნაბიჯად მიიჩნევენ.

საქართველოს პროკურატურამ ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით, გერმანიისა და ბელგიის შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან