უნებართვო რეკონსტრუქცია


თბილისში, ნავთლუღში მდებარე წმინდა ბარბარეს ეკლესიაში სუმბათაშვილების მე-19 საუკუნის ისტორიული საფლავები და მათი ფილები გაანადგურეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ თეოლოგი  გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.   კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ტაძარში იატაკი აყარეს და მეტლახი იმ ადგილებზეც არის დაგებული, სადაც საფლავები მდებარეობდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ძეგლის დაზიანებას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევით ჩატარდა. სააგენტოს სპეციალისტებმა დაზიანების ხარისხის დასადგენად მუშაობა დღეიდან დაიწყეს. სამართალდარღვევის ოქმი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეგზავნება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან