"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა
23.09.2014
00:55
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ დაარსებიდან 20 წელი შეუსრულდა. ორგანიზაცია ამ დროის მანძილზე ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში მუშაობს და კანონის უზენაესობის პრინციპების სადარაჯოზე დგას. საია-ს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1wKnQPj