ერთობლივი სწავლება

30.08.2022 01:04

საქართველოსა და აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ერთობლივი გაცვლითი წვრთნები ჩაატარეს. ორკვირიანი სწავლება სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავდა, მათ შორის იყო სანაპირო ზოლის დაზვერვა, ზღვიდან ხმელეთზე შეღწევა/გამოსვლა, სანაპირო ზოლში რეიდი, ჩასაფრება, იერიშები, ტაქტიკური მომზადება და ახლო მანძილზე სროლის კურსი. სპეციალური ოპერაციების ძალებში გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნები სისტემატურად ტარდება და მასში ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობას ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ. სწავლების მიზანი, გამოცდილების გაზიარება და მზადყოფნის დონის ამაღლებაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: