საქართველოში „ჯილეხის" შემთხვევებმა იკლო
„ბოლო წლებში „ჯილეხის" შემთხვევების კლების ტენდენცია აღინიშნება" - ამის შესახებ ტელეკომპანია „თანამგზავრთან" „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, „ჯილეხის" შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლებადია და 2014 წლის ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან კახეთში, კონკრეტულად, საგარეჯოში, ერთი შემთხვევა, ხოლო ყვარელში - 1ფაქტი გამოვლინდა. „ჯილეხი" მწვავე, ზოონოზური ინფექციაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანებს გადაეცემათ. დაავადების რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა საქართველოში მხოლოდ კანის დაავადების ფორმის შემთხვევები ფიქსირდება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1pmHfVF
მსგავსი ვიდეოები
საქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იკლო
Rioni.TV
"სევდაგულის" დაბადება - საქართველოში გენდერული ნიშნით სქესის...
Euronews Georgia
ქრონიკა 11:00 საათზე - 18 აპრილი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 09:00 საათზე - 6 აპრილი, 2022 წელი
TV IMEDI
კახეთში გრიპის შემთხვევებმა იკლო
telekompania gurjaani
26/01/11 H1N1-ის შემთხვევებმა იკლო
MaestroCTN
ქრონიკა 17:00 საათზე - 4 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე -15 მარტი, 2022 წელი
TV IMEDI