საქართველოში „ჯილეხის" შემთხვევებმა იკლო


„ბოლო წლებში „ჯილეხის\" შემთხვევების კლების ტენდენცია აღინიშნება\" - ამის შესახებ ტელეკომპანია „თანამგზავრთან\" „დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის\" კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა. ნელი ხიზანიშვილის თქმით, „ჯილეხის\" შემთხვევები, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს მასშტაბით, კლებადია და 2014 წლის ამჟამინდელი მონაცემებით, მხოლოდ 38 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან კახეთში, კონკრეტულად, საგარეჯოში, ერთი შემთხვევა, ხოლო ყვარელში - 1ფაქტი გამოვლინდა.
„ჯილეხი\" მწვავე, ზოონოზური ინფექციაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანებს გადაეცემათ. დაავადების რამდენიმე ფორმა არსებობს, თუმცა საქართველოში მხოლოდ კანის დაავადების ფორმის შემთხვევები ფიქსირდება.

ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pmHfVF

ვიდეოები „ტელეკომპანია თანამგზავრი"-ისგან