მამალაძის საქმე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება
11/03/2022
სტრასბურგში, საქართველოდან გაგზავნილ კიდევ ერთ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულია: დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის შესწავლა დაასრულა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილებით, დეკანოზის წინააღმდეგ სამხილების მოპოვება-გამოყენების ნაწილში ევროპული კონვენციის შესაბამისი მუხლი არ დარღვეულა, თუმცა სასამართლო პროცესების დახურვით, ასევე გარკვეული განცხადებებით და ცალკეული მასალების გასაჯაროებით, მსჯავრდებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვა. „ციანიდის“ სახელით ცნობილ საქმეზე დაკავებული და მისი ადვოკატი, სტრასბურგში სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლების დარღვევის გამო ჩიოდნენ. რეაქციები არაერთგვაროვანია. პროკურატურა და მსჯავრდებულის ადვოკატი ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას თავის სასარგებლოდ წარმოაჩენენ. სასამართლომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ 2017 წელს სცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სტრასბურგის დადგენილების შემდეგ ოჯახი ხუთი წლის წინანდელი განაჩენის გაუქმებას და მსჯავრდებულის გათავისუფლებას ითხოვს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.