„თბილისი პრაიდის“ კვირეული
„თბილისი პრაიდის“ კვირეული ფილმის ჩვენებით გაიხსნა. ელენე ნავერიანის ფილმის, „სველი ქვიშა“ ჩვენება ერთ-ერთ კლუბში გაიმართა. ღონისძიებას ლგბტქ თემის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჩვენების დასრულების შემდეგ აუდიტორიასა და ფილმის გადამღებ ჯგუფს შორის დისკუსია გაიმართა. ღონისძიების პარალელურად მიმდებარე ტერიტორიასთან შეკრებილები იყვნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რომლებიც ღონისძიებას აპროტესტებდნენ. უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სამართლდამცველებმა ერთი პირი ტერიტორიიდან განარიდეს. ცნობილია, რომ პრაიდის ორგანიზატორებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის უსაფრთხოების და პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით კომუნიკაცია რამდენიმე კვირის წინ დაიწყო. ღონისძიების მიმდინარეობისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„თბილისი პრაიდის“ კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"თბილისი პრაიდის" კვირეული
TV IMEDI
თბილისი პრაიდის კვირეული
TV IMEDI
„თბილისი პრაიდის“ კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თბილისი პრაიდის“კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თბილისი პრაიდის" კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თბილისი პრაიდის“ კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თბილისი პრაიდის“ კვირეული
პირველი არხი Georgian Public Broadcaster