ბათუმში მოწამლულთა რიცხვი გაიზარდა

18.07.2020 00:53

ბათუმში, შერვაშიძის ქუჩაზე მასობრივი ინტოქსიკაციის შედეგად, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ხუთი ადამიანი გადაიყვანეს. კლინიკაში სულ 14 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის არიან ბავშვებიც. მედიკოსების  შეფასებით, რეგიპაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. აღებულია ბაქტეოროლოგიური ანალიზი, რომლის პასუხიც ხვალ ან ორშაბათს გახდება ცნობილი. მოქალაქეები მოწამვლის მიზეზად სასმელ წყალს ასახელებენ და ამბობენ, რომ წყლის მილის დაზიანებისა და აღდგენის შემდეგ, ონკანში დაბინძურებული წყალი მოდის. წყლის სინჯები უკვე აიღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. კვლევის შედეგები ხუთ დღეში გახდება ცნობილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო