სადემონსტრაციო სათბურები მარნეულის მუნიციპალიტეტში
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, ქვემო ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, კახაბერ გუგეშაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა, ადგილობირივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მშენებარე სადემონსტრაციო სათბურები დაათვალიერეს. სათბურები 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე მდებარეობს. მშენებლობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის ფარგლებში აშენდება მზის სათბურების, ერთსივრციანი სათბურები და სხვა დამხმარე ნაგებობები. მოეწყობა ორი ტიპის სადემონსტრაციო ფართობი ბოსტნეულის წარმოებისათვის. ქართველი ფერმერები და ტექნიკოსები ბოსტნეულის წარმოების ტექნოლოგიის შესახებ ტრენინგებს ჩინეთში გაივლიან. პროექტი დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ და მისი ჯამური ღირებულება 20 მილიონ იუანს (RMB) შეადგენს. სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტი საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას შეუწყობს ხელს. მარნეულის მუნიციპალიტეტში საქართველო-ჩინეთის ერთობლივი პროექტის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარნეულის მუნიციპალიტეტში ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოსა და ჩინეთს შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმებული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. http://www.marneuli.gov.ge/index.php/...
Municipality of Marneuli-ის სხვა ვიდეოები
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეულ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - მარნეულში ეპიდსიტ...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ინფიცირების ახალი...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - ვითარება მარნეული...
TV - საზოგადოებრივი მაუწყებელი - COVID-19 - ვითარე...
სპორტული ოლიმპიადა 2016-ის ოფიციალური გახსნის ცერე...
01:36
მერიის სამსახურებმა საკრებულოს წლიური ანგარიში წარ...
01:32:11
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვი...
მსგავსი ვიდეოები
სადემონსტრაციო სათბურები მარნეულში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
სადემონსტრაციო სათბურები მარნეულში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სადემონსტრაციო სათბური გაიხსნა
Rioni.TV
აგრო სერვის ცენტრის პომიდვრის სადემონსტრაციო სათბური
მე ვარ ფერმერი me var fermeri
თერჯოლა, კიტრის სადემონსტრაციო სათბური
Sanaturi Organic
კასპი , სადემონსტრაციო პომიდვრის სათბური
Sanaturi Organic
სადემონსტრაციო ნაკვეთი,შეხვედრა სათბურში,22,06,2019
Saperavi TV
სადემონსტრაციო ნაკვეთი ,პომიდვრის სათბური,კასპი სოფელი თელია...
Saperavi TV