ეთნიკური უმცირესობების პრობლემები

12.03.2019 01:35

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევები, - საკითხზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

მკვლევარებმა და ექსპერტებმა მთავარ პრობლემად პოლიტიკაში არა-დომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩართულობა და განათლების ხელმოსაწვდომობა გამოყვეს. კონფერენციის მეორე ნაწილში, ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეთნიკურ ჯგუფებთან მათი მუშაობის სტრატეგიებსა და ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.

შეხვედრის ფარგლებში „ი-ემ-სის“ მიერ მომზადებული სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც ეთნიკური უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტებს მიმოიხილავს. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომია ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
GM Sunshine