ორდღიანი ფესტივალი Back To Anaklia დასრულდა.

08/26/2012
odishitv-ის მიერ

ორდღიანი ფესტივალი Back To Anaklia დასრულდა.

ორდღიანი ფესტივალი Back To Anaklia დასრულდა. მუსიკალური ბენდების კონცერტები, ქართველი დიჯეები, ცნობილი ბერლინელი დიჯეი, სახალხო სეირნობა და სოფო ხალვაშის კონცერტი განახლებულ ანაკლიაში.

ფესტივალის ფარგლებში, მშვიდობის ეგიდით, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება ჩატარდა. მშვიდობის ფესტივალს საკურორტო ქალაქში ათასობით სტუმარი დაესწრო.

ორი დღის განმავლობაში ანაკლია--განმუხურის ხიდზე გამოფენილი იყო სხვადასხვა ფოტოხელოვანთა ნამუშევრები.ცნობილი ფოტოგრაფების ასობით ნამუშევარს უამრავი დამთვალიერებლი ყავდა.

პარალელურად ჩატარდა სხვადასხვა სპორტული ღონისძიება,მათ შორის ქალთა ხელბურთი,სპორტსმენები სპორტისა და ახალგაზრდობსი სმინისტროს ინიციატივით გამართულ ფესტივალს მიესალმებიან და ამბობენ,რომ მაში ყოველწლიურადჩაერთვებიან.

ასევე დამსვენებელთა დიდი რაოდენობა სტუმრობდა ახლადგახსნილ აკვაპარკს სადაც ყველა სტუმარი დროს სასიამოვნოდ და ხალისიანად ატარებს.დამსვენებელთ მუსიკალურ გემოვნებაზე კი ქართველი დჯ--ეები ზრუნავენ.

მშვიდობის ფესტივალი Back To Anaklia, რომლის ორგანიზატორი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრია ყოველწლიურ სახეს მიიღებს.წლევანდელი ორდღიანი ღონისძიება კი გუშინ გვიან ღამით დასრულდა.
http://www.odishi.ge/
http://www.facebook.com/odishitv/