სერგო რატიანი ალექსი პეტრიაშვილის მხრიდან რუსეთის მისამართით რიტორიკის შეცვალას მიესალმება
02/27/2014
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი სერგო რატიანი მოხარულია, რომ „ქართული ოცნების\" ხელისუფლებაში მოსვლიდან წელიწადნახევრის შემდეგ, აშშ-ში ჩვენი დელეგაციის ვიზიტი შედგა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ალექსი პეტრიაშვილს იგი გამოცდილ დიპლომატად მოიხსენიებს. „ნაციონალური მოძრაობის\" წევრის განცხადებით, ევროატლანტიკურ გაერთიანებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ კიდევ უფრო წინ წავიწიეთ და ეს საგარეო პოლიტიკაში წლების წინ გაწეული სამუშაოს შედეგია, რაზეც პეტრიაშვილმა ზუსტად გააკეთა აქცენტი. რატიანი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აშშ-ში ვიზიტისას რუსეთის მიმართ რიტორიკა შეცვალა და ეს მისასალმებელია.
გადაცემის სრული ვერსია იხილეთ
• პირველი სტუდია - პრემიერის ვიზიტი აშშ...
გადაცემის სრული ვერსია იხილეთ
• პირველი სტუდია - პრემიერის ვიზიტი აშშ...