განახლებული მზიური ხუთი წლის შემდეგ გაიხსნება


13 ივნისის ტრაგედიიდან ხუთი წლის თავზე, რამდენიმე საათში მზიურის განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნება. პარკის მიმდებარედ, მდინარე ვერეს ნაპირსამაგრი საყრდენი კედელი მოეწყო. აღდგა ხიდები, კიბეები და გამოიცვალა ყველა სახის კომუნიკაცია.

ტერიტორიაზეა მოეწყო ველობილიკები, სასმელი წყლის შადრევნები, დასასვენებელი ადგილები. ამასთან, დაიდგა ზონირების შესაბამისი ნიშნებიც. გაკეთდა ხელოვნური ტბაც, სკეიტბორდისა და საბავშვო გასართობი მოედნები. განახლებული ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების პირებისთვის. „მზიურის“ განახლებული პარკი თბილისის მერიას გადაეცემა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან