საქართველოში მოქმედი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები ევროპულ სტანდარტებზე გადავლენ

14.12.2018 01:16

საქართველოში მოქმედი ყველა მიკრობიოლოგიური ლაბორატორია ეტაპობრივად გადავა ევროპაში ფართოდ მიღებულ ე.წ ეუკასტის სტანდარტებზე. ამ საკითხს თბილისში სპეციალური კონფერენცია მიეძღვნა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნული ლაბორატორიების გამართული მუშაობა აუცილებელია, რათა ქვეყანა მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას ეფექტიანად შეებრძოლოს. ახალ სტანდარტზე გადასვლის გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ იქნა მიღებული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: