გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

20.08.2022 03:17

ამ წუთებში სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაჭრილი პატიმრის ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს. ბრალდებულის ახლობლების ცნობით, უწყებამ მათ ის ვიდეოჩანაწერი უნდა გააცნოს, სადაც სავარაუდოდ, დილით მომხდარი ინციდენტია ასახული. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან ნომერ მეცხრე სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას, ერთ-ერთი ბრალდებული ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა. ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. დაკავებულის ახლობლები მომხდარის სრულყოფილ და დროულ გამოძიებას ითხოვენ. მომხდართან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სადაც წერია, რომ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ტექსტში ვკითხულობთ, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ამოიღეს შემდგომი კვლევისათვის საჭირო ნიმუშები. ასევე მიმდინარეობს სამართალდამცავების გამოკითხვა და გამოძიებამ მოიპოვა ინციდენტის ამსახველი ვიდეო ჩანაწერებიც. სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას სრულად უზრუნველყოს ბრალდებულის ოჯახის წევრების ჩართულობა მიმდინარე გამოძიებაში და გააცნოს როგორც ფაქტის ამსახველი, ასევე სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, – წერია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში
00:29

გამოკითხვა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში
02:23

გამოკითხვა საგამოძიებო უწყებაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურში
02:29

ბაბი კირკიტაძის გამოკითხვა სპეციალური საგამოძიებო სამსახურში

TV IMEDI

ქაცარავა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა
01:16

ქაცარავა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხა

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები გოგაშვილთან
01:00

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები გოგაშვილთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნაც.მოძრაობის წევრთა საუბრების ჩანაწერები - \"სუს\"-ის აუდიომასალა (2021)
06:06

ნაც.მოძრაობის წევრთა საუბრების ჩანაწერები - "სუს"-ის აუდიომა...

MULTIMEDIA GE

საგამოძიებო სამსახური ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციელების გამოკითხვას არ ჩქარობს
05:22

საგამოძიებო სამსახური ძალადობაში დადანაშაულებული პოლიციელები...

Formula News

სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მაგრამ არ გამოუვათ - მალხაზ მაჩალიკაშვილი

სუს-ში მიმსვლელი არ ვარ, ცდილობენ გამანადგურონ, მაგრამ არ გა...

Tv Kavkasia

ყველა ვიდეო