თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
დიდი დანაკლისი ქართული საზოგადოებისთვის. 72 წლის ასაკში ცნობილი პუბლიცისტი, ფილოლოგი, ლიტერატორი და ჟურნალისტი, თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა. ის კორონავირუსმა იმსხვერპლა. არაერთი ჯილდოსა და წოდების ავტორმა მთელი ცხოვრება ქართულ ლიტერატურას და პედაგოგიურ და პუბლიცისტურ საქმიანობას მიუძღვნა. საქართველოს პირველ არხზე 43 წელი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიოს სხვადასხვა რედაქციასა და შემოქმედებით გაერთიანებაში, იყო არაერთი შემეცნებითი გადაცემის და ცნობილი დოკუმენტური ფილმის ავტორი. ცხოვრების ბოლო წლებში იყო პირველი არხის სამაუწყებლო ენის მთავარი რედაქტორი, ასევე რადიოში ქართულ კლასიკურ მწერლობაზე გადაცემებს ამზადებდა და პარალელურად ქართული ლიტერატურის შესახებ სხვადასხვა კრებულსა და ნარკვევზე მუშაობდა. ორი წლის წინ, 70 წლის იუბილეზე, ქართული ტელევიზიის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხანგრძლივი ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის პრეზიდენტმა ღირსებით მედლით დააჯილდოვა. ლიტერატურაზე ამბობდა, რომ ეს იყო მისი სამყარო, ჰაერი, აღტაცება და სინანული. „დრო მიდის და თან მიაქვს მთელი სამყარო... ერთ მშვენიერ დღეს კი დრო ისევ წარმოქმნის რაღაც მსგავსს, შეიძლება უკეთესს და ამით აბრუნებს უკან“, - ეს ნაწყვეტია თამაზ ტყემალაძის ბოლო ინტერვიუდან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამაზ ტყემალაძე დაკრძალეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამაზ ტყემალაძის სამოქალაქო პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამაზ ტყემალაძის სამოქალაქო პანაშვიდი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თამაზ ტყემალაძე - 70
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"ხაზის რადიო" 01.03.17 მირზა გელოვანი -100
Georgian Public Radio
თამაზ ტყემალაძე "გურამიშვილის მარნის" შესახებ
KTW GROUP
#დღისკოდი მოგონებები - თამაზ ტყემალაძე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster