სროლა თბილისში

16.05.2021 00:43

სროლის ხმა ისმოდა დღეს ნაძალადევის რაიონში ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე. ფაქტს შსს-ში ადასტურებენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა. სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით  დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებას გულისხმობს.ქეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: