სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ინტერვიუში გამოთქმულ განცხადებებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“ წერს, რომ სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე ერებისა და ლიდერებისთვის, რომლებიც საქართველოს გვერდით დგანან დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. “ასეთი სიცრუე და არასწორი ინტერპრეტაცია არის უპასუხისმგებლო და მიუღებელი ყოფილი პრეზიდენტისგან. ეს არის ნათელი მცდელობა საქართველოსა და მისი მოკავშირეების ურთიერთობისთვის ძირის გამოთხრის, ჩვენთვის მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის გზაზე. ქართველი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი ქვეყნის მადლიერებას ევროპელი და ამერიკელი მოკავშირეების განგრძობადი მხარდაჭერისადმი 2008 წლის ომის პერიოდში და მას შემდეგ. როგორც პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ყველა მსგავსი მცდელობის წინააღმდეგ, რომელიც ძირს გამოუთხრის ჩვენს სტრატეგიულ ურთიერთობებს“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“. „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილმა, 11 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების შეფასების დროს მწვავედ გააკრიტიკა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, რომელიც 2008 წელს ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერი იყო და სწორედ მისი შუამავლობით გაფორმდა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სააკაშვილმა ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის იმდროინდელი სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები, ასევე უარყოფითად შეაფასა გერმანიის როლი და ევროპა ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები პრეზიდენტის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე - შეფასებ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურებები პრეზიდენტის განცხადებაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს - შეფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ნაციონალური მოძრაობა“ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს - შეფას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის განცხადება - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster