განათლების ანტიკრიზისული გეგმა
კორონავირუსის პანდემია, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატს არ შეცვლის. გამოცდები, სავარაუდოდ, ივლისში ჩატარდება. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეპიდემიოლოგიური სურათიდან გამომდინარე, თარიღმა აგვისტოში გადაიწიოს. სიახლე იქნება, რომ იმოქმედებს სპეციალური წესები - მათ შორის საგამოცდო ოთახებში აბიტურიენტების განლაგების კუთხით. მზად არის ის მოდელიც, რომლითაც წლის ბოლოს სკოლების მოსწავლეებში დისტანციური სწავლების შედეგად მიღებული ცოდნა უნდა შეფასდეს. ანტიკრიზისულ გეგმაში, რომელიც განათლების მინისტრმა დღეს წარმოადგინა, ყველაზე დიდი ნაწილი სწორედ დისტანციურ სწავლებას ეთმობა. მარტიდან სკოლის მოსწავლეები განათლებას დისტანციურად იღებენ. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს პირველი არხისა და განათლების სამინისტროს ერთობლივმა უპრეცენდენტო პროექტმა - ტელესკოლამ, რომელიც ყველა კლასის მოსწავლეს, გაურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ინტერნეტთან წვდომა, სატელევიზიო გაკვეთილებს სთავაზობს და სასკოლო პროგრამის ათვისებაში ეხმარება. კრიზისულ სიტუაციაში და მცირე დროში შექმნილი ტელესკოლის პოპულარულობა ყოველდღიურად იზრდება და ამას ინტერნეტ-სივრცეში ნახვების მაჩვენებელიც ადასტურებს. უკვე საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მასშტაბები იზრდება და ახალი სასწავლო სეზონიდან ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
განათლების ანტიკრიზისული გეგმა - სასწავლო წელი აკადემიურად ა...
Ajara TV
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანტიკრიზისული გეგმა დეველოპერებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2019-2020 სასწავლო წელი აკადემიურად არ გამოცხადდება
TV IMEDI
2019-2020 სასწავლო წლები აკადემიურ წლად არ გამოცხადდება. ერ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
განათლების მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
განათლების სისტემის ანტიკრიზისული გეგმა - პრემიერ მინისტრის...
TV IMEDI
განათლების სფეროს ანტიკრიზისული გეგმა
TV IMEDI