ნაგავსაყრელის პრობლემა

05.02.2019 01:12

ქუთაისში იმერეთის გუბერნატორი ადგილობრივებს ხვდება. საუბარი ნაგავსაყრელის პრობლემას შეეხება, რომლის მშენებლობასაც მოსახლეობა აპროტესტებს. გუბერნატორის განმარტებით, ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება და გარემოზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. რეგიონული ნაგავსაყრელის მშენებლობა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოდოგანის ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის მარტში დაიწყება და დაახლოებით ერთ წელიწადში დასრულდება. მშენებლობაზე, სპეციალისტებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება. პროექტი ქუთაისში არსებული ე. წ. ნიკეას ნაგავსაყრელის დახურვას, მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების მოგროვების, ქუჩების დასუფთავების სისტემის გაუმჯობესებას და ნარჩენების გადამტვირთი სადგურების მოწყობას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: