განათლების მინისტრი პარლამენტში

01.12.2022 05:54

განათლების მინისტრი დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მიხეილ ჩხენკელი ბოლო ორ კვირაში პარლამენტს უკვე მეორედ სტუმრობს. მთავრობის წევრი საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად მინისტრის საათის ფორმატში მივიდა. მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო, ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში, სკოლების თვითშეფასება, შემდეგ კი ავტორიზაცია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ახალი სახელმძღვანელოების შექმნა და ახალი სასკოლო კვების გეგმა - გამოსვლა ძირითადად სკოლებში დანერგილ სიახლეებზე, მიმდინარე რეფორმებზე და დაგეგმილ სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე საუბარს დაეთმო. იანვრიდან სკოლებში ხელფასების ზრდა იგეგმება. დაისვა მწვავე კითხვებიც - ძირითადად სტატუსშეჩერებულ სტუდენტებზე, სტუდენტების საერთო საცხოვრებლებზე და სასკოლო კვებაზე.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: