ევროკომისიის 9 მოთხოვნის ფარგლებში შემუშავებული კანონპროექტების ნაწილი მეორე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. მსჯელობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და სასამართლო რეფორმას შეეხო. ცვლილებების მიხედვით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი ფართოვდება და პროკურორზეც გავრცელდება. ასევე, იგეგმება ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. ცვლილების მიხედვით, ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, თანამდებობის პირები ვალდებულნი იქნებიან ნარკოშემოწმება გაიარონ. სასამართლოს კონტექსტში კი ერთ-ერთი ცვლილება ღია სასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჯაროების საკითხს ეხება. კანონპროექტების განხილვას ოპოზიციის ნაწილიც ესწრებოდა. კომიტეტის სხდომა დეპუტატმა შალვა შავგულიძემ პროტესტის ნიშნად დატოვა. რადგან მისთვის კითხვის დასასმელად განკუთვნილი დრო მისაღები არ აღმოჩნდა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.