მასშტაბური ძარცვის საქმე
ქართველმა ქალმა ერაყელ ბიზნესმენს 4 კილოგრამი ოქრო და 2.6 მილიონი დოლარი მოპარა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. გამოცემა, „რუდავის“ ცნობით, შემთხვევა ერაყის ქურთისტანში, ქალაქ დაჰუკში მოხდა. პოლიციამ ფულის დიდი ნაწილი და ოქრო პატრონს დაუბრუნა, თუმცა მძარცველი არ დაუკავებიათ, რადგან მან ერაყის ქურთისტანის ტერიტორიის დატოვება მოასწრო. გავრცელებული ცნობით, ქალმა, რომელიც ადგილობრივი ბიზნესმენის სახლში დამლაგებლად მუშაობდა, სახლის ძარცვა 3 სექტემბერს სამ ადამიანთან ერთად დაგეგმა. სათვალთვალო კამერების გამო, მძარცველებმა გადაწყვიტეს, ბიზნესმენის სახლში ორი ნიღბიანი კაცი შესულიყო, რომ ქალზე ეჭვი არ მიეტანათ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ქართველი ქალის გაუჩინარება საეჭვო ნიშანი იყო. სამდღიანი ჩხრეკისა და გამოძიების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი ქალი იბრაჰიმ ხალილის სასაზღვრო კარიბჭით თურქეთში გაიქცა და თან წაიღო 20 000 აშშ დოლარი. ქართველ ქალთან კავშირის გამო, გამოძიება 20 ეჭვმიტანილთან დაკავშირებით მიმდინარეობს, რომელთაგან სამი უკვე დაკავებულია. ადგილობრივი მედია წერს, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური ქურდობა დაჰუკის ისტორიაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
Filmebi qartulad მასშტაბური ძარცვა
Art
მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში | ძარცვის ბრალდებით დააკავ...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საბერძნეთში დაკავებული ქართველები
Formula News
საბერძნეთში ძარცვისა და ქუდობის ბრალდებით 12 ქართველი დააკავ...
Formula News
მსოფლიოს მნიშვნელოვანი მოვლენები 2019 წელს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური სპეცოპერაცია საქართველოში | დაკავებულია 50-მდე ნა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
მასშტაბური პროტესტი არ შედგა - ნიკა გვარამიას პოსტი
TV IMEDI
მასშტაბური ხანძარი - საგანგებო ზომები აშშ-სა და კანადაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster