ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებისა და პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავამ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. გადაწყვეტილება ფრაქციის წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე მიიღეს. ფრაქციას დღეიდან ძელქვიანის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს. ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გუშინ სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ერთ-ერთი ვიდეო გააზიარა წარწერით: „კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. სალომე ბარკერის 16 წლის და რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიაზე ყოფნისას, მდინარეში ჩავარდა და გარდაიცვალა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს დაემთხვა საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოზე აღნიშნული შინაარსის კომენტარი. მოგვიანებით, კოსტავამ, „ფეისბუქის“ საშუალებით, ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა. ქუთაისში მოქმედმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ნანა კოსტავას მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ერთობლივი მიმართვა გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დეპუტატს ბოიკოტს უცხადებენ და ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება, გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა. ამასთან, ქუთაისის საკრებულოსთან დეპუტატ ნანა კოსტავას წინააღმდეგ გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ნანა კოსტავას გადადგომას მოითხოვდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნანა კოსტავამ ქუთაისის საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა
TV IMEDI
ნანა კოსტავამ საკრებულოს დატოვება გადაიფიქრა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნანა კოსტავამ დადებული პირობა არ შეასრულა - ის საკრებულოს არ...
Maestro Television
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის მანდატსაც ტოვებს
Maestro Television
ნანა კოსტავას საქმე
Kutaisi Post
აქცია ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას წინააღმდეგ
irina makaridze
„ქართულმა ოცნებამ“ ნანა კოსტავა თანამდებობიდან გაათავისუფლა
Maestro Television
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ნანა კოსტავას საბჭო...
Rioni.TV