ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 9 მაჟორიტარულ, პროპორციულ და მერის შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. ამ დრომდე გაურკვეველია #5 საარჩევნო ოლქის მონაცემები. აღნიშნულ ოლქში შემავალ #103 უბანზე კენჭისყრა ხელახლა ჩატარდება.
#103 უბნიდან #79 საოლქო კომისიაში შემაჯამებელი ოქმები მონაცემების გარეშე შევიდა. უბანზე განმეორებითი არჩევენები 29 ივნისს გაიმართება. უკვე ცნობილია ბათუმის მერის არჩევნების სავარაუდო თარიღიც. ქალაქის პირველ პირს ბათუმელები მეორე ტურში, 12 ან 13 ივლისს აირჩევენ.
უკვე გადანაწილებული მანდატებით, პროპორციული სიის მიხედვით, ბათუმის საკრებულოში \"ქართული ოცნება\" 7 მანდატით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 3, \"დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი\" - 2, \"ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია\", \"სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზა\" და \"ერთიანობის დარბაზი\" თითო-თითო მანდატით შევა.
შემაჯამებელ ოქმზე ხელმოწერას ნაციონალური მოძრაობისა და ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.