#არჩევნები2020 „სამართლიანი არჩევნების“ ანგარიში


საპარლამენტო არჩევნების ჭრილში სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“.

მონიტორინგი პირველი სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციამ 700-ზე მეტი პოლიტიკური ხასიათის ანონიმური „ფეისბუქ“-გვერდი და 11,469 პოსტი შეისწავლა. სამართალი არჩევნების განცხადებით გამოვლინდა  პოლარიზების წამახალისებელი 69 გვერდი, რომელიც აღვივებს ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ თემებს და წინასაარჩევნო პერიოდში ჩართულია პრორუსული პოლიტიკური აქტორების სასარგებლოდ. კვლევის მიხედვით სოციალურ მედიაში ასევე კვლავ გრძელდება დისკრედიტაციის კამპანია, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების მიმართ. „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით ანალოგიური კამპანიები მიმდინარეობს კრიტიკული მედიის მიმართულებითაც. ანგარიში ფეისბუქის გარდა მოიცავს „ინსტაგრამისა“ და „ტიკტოკის“ სოციალურ ქსელებს. ჯამში შესწავლილია 900 მდე გვერდი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან