ბორჯომის ხეობაში რეკომენდაციები ნაწილობრივ მოიხსნა
ბორჯომის ხეობის მასშტაბით, შემცირებული დაკვამლიანობის გამო, არსებული რეკომენდაციები ნაწილობრივ მოხსნილია. ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. შეზღუდვები მხოლოდ იმ პუნქტებში რჩება, სადაც კვამლი შეინიშნება. „დღის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენიმე დასახლებულ პუნქტში მყარი ნაწილაკების და შესაბამისი პარამეტრების სინჯი აიღო. საბედნიეროდ, ნორმის ფარგლებშია. რისკები მნიშვნელოვნადაა შემცირებული, თუმცა ერთეული კერები რჩება და ამიტომ გუშინდელი რეკომენდაციები - ბავშვებს და ქრონიკული დაავადებების მქონე მოზრდილებს მთელი ხეობის მასშტაბით თავი შეეკავებინათ, მოხსნილია. რჩება მხოლოდ იმ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა შენიშნავს, რომ კვამლი იგრძნობა.“- აღნიშნა დავით სერგეენკომ. სტიქიის ზონაში, ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი მაშველებსა და მოსახლეობას რესპირატორებსა და პირბადეებს აწვდის. ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები. პროცესს პირადად კურირებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე. #ვითარებაბორჯომში
დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკ...
ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში, იძულებით გადაად...
00:45
საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში, დროებით, ლეგ...
01:13
ესტონეთის მთავრობამ ჯანდაცვის სამინისტროს 1500 ლიტ...
02:07
„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში სკრინინგი ჩატარდ...
05:18
მარტიდან ბავშვის დახმარება შერეული მეთოდით გაიცემა
01:37
საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით დასაქმე...
02:58
ვიზიტი ახმეტაში
მსგავსი ვიდეოები
ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორჯომის ტყის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხანძარი ბორჯომში ჯერაც არ ჩამქრალა
რადიო თავისუფლება
საგაზაფხულო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბორჯომის ხეობაში ხანძარია
TV IMEDI
ხანძრები, ჯარი და დივერსიის ალბათობა
რადიო თავისუფლება
ბორჯომის ხეობაში ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიაზე შუალედურ მონ...
PalitraNews
ბორჯომში ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster