ჟესტური ენის კვირეული

26.09.2020 04:43

მსოფლიო და საქართველო ჟესტური ენის საერთაშორისო კვირეულს აღნიშნავს. როგორ ცხოვრობენ და რა პრობლემები აქვთ სმენადაქვეითებულ პირებს ჩვენს ქვეყანაში - მთავარი გამოწვევა ჟესტური ენის სპეციალისტთა არასაკმარისი რაოდენობაა, რაც სხვადასხვა მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს პირველი არხი და „პირველი არხი - განათლება“ სმენადაქვეითებულებს სხვადასხვა გადაცემას სურდო თარგმანით სთავაზობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სურვილია, ჟესტურ ენაზე სხვა შემეცნებითი გადაცემებიც ითარგმნოს და მათი საჭიროებები სხვა ტელევიზიებშიც იყოს გათვალისწინებული. მარიამ აფციაური გიამბობთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: