Zviad Kechakmadze - mockenili nu xar
ლექსი: Zviad Kechakmadze შესრულება: Alexi Tchautchidze Guranda Maisuradze Fabien Mornet კომპოზიტორი: Alexi Tchautchidze http://www.zviad.runet.ge მოწყენილი ნუ ხარ ------------------------ მთვარე, ისე მითვალთვალებს - ურცხვად... თვალებს ვხრი და გულში, ტკივილს ვიქრობ... თუ გიყვარვარ, მოწყენილი ნუ ხარ... მე ხომ უკვე, მერამდენედ გიხმობ... მიწას, ბალახს შენი სუნი ასდის... ცას, ნაცნობი, შენი ფერი დაკრავს... ღამე ისევ მეფერება, დაღლილს... და სიზმრებად მეორდება, ახლაც... წლები ისევ, მოგონებებს დასდევს... დრო კი... სადღაც, ემალება აწმყოს... მე ორივე ცოდვებივით მაწევს... წუთებს ისევ, იარაღში ვაწყობ... შენზე ფიქრიც ვერ მაჩერებს, ახლა... მთვარეს ვუმზერ და დუელში ვიწვევ... ვიცი, ბოლოს აპრილივით წახვალ... მე კი, აპრილს, ხელთავიდან ვიწყებ... სადღაც მიდის, სევდიანი ღამე... მთვარე ისევ მითვალთვალებს - ურცხვად... წუთებს ვითვლი, ვეფერები წამებს... თუ გიყვარვარ, მოწყენილი ნუ ხარ...
მსგავსი ვიდეოები
Zviad kechakmadze - sxva kvelaferi sisulelea
Zviad Kechakmadze
Zviad Kechakmadze - ici?
Zviad Kechakmadze
Zviad Kechakmadze - ხელახლა
Zviad Kechakmadze
Zviad Kechakmadze - სხვაგან წამიყვან
Zviad Kechakmadze
2
REGGAEON - KHELAKHLA | TV Maestro
REGGAEON
Reggaeon - დროა | droa | TV GDS
REGGAEON
REGGAEON - ხელახლა | Khelakhla(TSU)
REGGAEON