Poetry; Zviad Kechakmadze
http://www.zviad.runet.ge
იცი?
---------------------------------------
იცი?
ასე ლამაზი შობა ჯერ არ მქონია,
მომეძალა ფიქრები, წლების მელანქოლია...
იცი?
როგორ მიყვარხარ, ანდა, როგორ მჭირდები?
ისე მომენატრე, რომ ზამთარს შევეჭიდები...
იცი,
რა ლამაზად თოვს? ცა ფიფქებით აივსო,
მე წარსულში გავჩერდი, დრო კი ისევ თავისობს...
იცი?
რა ლამაზია თოვლიანი ქუჩები,
შენი გამოხედვა და გაბუტული ტუჩები...
იცი?
როგორ მაკლიხარ, უშენობა მაგიჟებს,
ფანჯარასთან ვზივარ და ვითვლი უცხო ნაბიჯებს...
იცი?
როგორ მჭირდები, ანდა, როგორ მიყვარხარ?
ჩემი ამოსუნთქვა და ჩემი გულის ფეთქვა ხარ...
იცი?
იქნებ ამიხსნა შენი გული სად არის?
ნუთუ ისევ გიხდები, როგორც ევას ადამი...
იცი?
რა მაღალია ეს ცა, ასე კრიალა,
შენმა გამონათებამ, გული ამიფრიალა...
იცი?
მე სიყვარულის უსასრულო მონა ვარ,
ათასფერად რომ ვქარგავ ოცნებებით მომავალს...
იცი?
შენთვის ვარჩევდი, სხვადასხვაფერ ყვავილებს,
მერე ერთად ჩაგვთვლიმა, ოცნებებით დაღლილებს...
იცი?
როგორ მაგიჟებს ყოველ ღამე ფიქრები,
ოღონდ ჩემთან მოდი და მუდამ შენი ვიქნები...
იცი?
მინდა ყველა დღეს, შენს მკლავებში ვხვდებოდე,
სიყვარულით ვცოცხლობდე, სიყვარულით ვკვდებოდე...
იცი?
ხეებს ფოთლები უმიზეზოდ გასცვივდა,
თითქოს თოვდა უშენოდ, მერე უცებ გაწვიმდა...
იცი?
როცა წახვედი, მაშინ ცოტა, ავღელდი,
მაგრამ დაგინახე და ძველებურად ავმღერდი...
იცი?
დღესაც ავანთე მოგიზგიზე ლამპარი,
ვიცი არ დასრულდება ჩემი ტკბილი ზღაპარი...
იცი?
როგორ აშუშებს ეგ თვალები იარებს,
ეს სამყარო ჩემს ირგვლივ, შენს გარეშე ტრიალებს...
იცი?
ისე დავთვერი, მზე მომქონდა პეშვებით,
სიყვარულის მორევში თავით გადავეშვები....
იცი?
თითქოს არც ვყვირი, ძველებურად არ ვბრაზობ,
მაგრამ მთელი ცხოვრება დავდივარ და ვჯამბაზობ...
იცი?
მინდა ვხედავდე შენს თვალებში კაეშანს,
მინდა მაღლა ავიდეს ფარდა და არ დაეშვას...
იცი?
თოვა დასრულდა, ქუჩას წვიმა ასველებს,
მე კი, შენზე ოცნება, სიზმარშიც არ მასვენებს...
იცი?
შენთვის ვინახავ მარტს და მზიან აპრილებს,
თითქოს მოიღრუბლაო და ცა წვიმას აპირებს...
იცი?
რა დრო გასულა ერთმანეთის გარეშე,
წამო მთაზე ავიდეთ, ღრუბლებიდან დავეშვეთ...
იცი?
ისევ დავეძებ ქარში ფერად გვირილებს,
ეგ თვალები სამყაროს ვიცი გამიღიმილებს...
იცი?
რა ლამაზია უდარდელა ფიფქები,
ხელზე რომ მადნებიან, როგორც ჩემი ფიქრები...
იცი?
როგორ დავეძებ, ყოველდილა მირაჟებს,
მე ყოველთვის ვმარცხდები, შენ ყოველთვის იმარჯვებ...
იცი?
ისევ გეხები ჩემი ხელისგულებით,
მე სიყვარულს გპირდები, შენ კი მედიდგულები...
იცი?
წვიმა დასრულდა და ცა ორად გაიყო,
დრო უეცრად გავიდა, თან წარსული წაიღო...
იცი?
ვფიქრობ ამაზე, მაინც ასე მგონია,
შობა ასე ლამაზი ჯერ არ გამიგონია...
იცი?
თითქოს დაღამდა და ჩამოწვა წყვდიადი,
მე დავრჩები, რაცა ვარ - ამაყი და ზვიადი...
---------------------------------