ახალი ფიგურანტი 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების საქმეში.\n\nსაქართველოს პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილზე თავდასხმის ფაქტზე ბრალი კიდევ ერთ პირს, გიორგი წარუაშვილს წარუდგინეს. დევნა ჟურნალისტური საქმიანობის გამო, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - ამ მუხლებით ბრალდებულის საქმეს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვს. \n\nილია თვალიაშვილს თავდამსხმელებმა 5 ივლისს თვალის არეში საკმაოდ მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ილია მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდა. \n\nმარიამ ქურდიანი აშუქებს სასამართლო პროცესს.\n\nეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r\nმოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r\nგამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb \r\nვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r\nმისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r\nდაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r\nამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.