სენატორების წერილი - გამოხმაურება თბილისში

11.05.2023 01:41

ამერიკის სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელს წერილი გაუგზავნეს, რომელშიც ისინი ადმინისტრაციას, საქართველოში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შექმნას სთხოვენ, 2024 წლის არჩევნებისთვის, – ამის შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, სენატორების წერილის ასლი მოიპოვეს. „საქართველო გზაჯვარედინზეა და საქართველოს დემოკრატიის წარმატება ჩვენს (შეერთებული შტატების) ეროვნულ ინტერესებში შედის. საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ევროკავშირსა და ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე, კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კვლავ ძლიერია. მაგრამ, მთავრობის ბოლოდროინდელი უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ვთხოვოთ, საქართველოში დემოკრატიისა და მმართველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ზომები მიიღოს“, აცხადებენ სენატორი რიში და სენატორი შაჰინი. სენატორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის ტენდენციის მაჩვენებელია ისიც, რომ ევროკომისიამ არჩია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინა მაშინ, როცა ჩათვალა, რომ უკრაინა და მოლდოვა ამ სტატუსისთვის მზად იყვნენ. შაჰინისა და რიშის წერილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - გამოხმაურება
00:39

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი - გამოხ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის საპასუხო წერილი ამერიკელ სენატორებს და ირაკლი ალასანიას გამოხმაურება
00:47

პრემიერის საპასუხო წერილი ამერიკელ სენატორებს და ირაკლი ალას...

TV IMEDI

სენატორების წერილი საქართველოს პრემიერს
01:27

სენატორების წერილი საქართველოს პრემიერს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სენატორების წერილი - შეფასებები
04:02

სენატორების წერილი - შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სენატორების წერილი საქართველოს პრემიერს
00:44

სენატორების წერილი საქართველოს პრემიერს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა პუტინს და მის წრეს სანქციები უნდა დაუწესონ -სენატორების წერილი ბაიდენს
01:32

აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა პუტინს და მის წრეს სანქციები უნ...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კონგრესმესების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას გავლენიანი სენატორები აკრიტიკებენ
08:50

კონგრესმესების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებას გავლენიანი ს...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

კონგრესიდან მიღებული მწვავე გზავნილების შემდეგ არჩილ თალაკვაძე  აშშ-ში მიემგზავრება
01:05

კონგრესიდან მიღებული მწვავე გზავნილების შემდეგ არჩილ თალაკვა...

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო