დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში - შეფასებები
საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს დანიის ელჩთან შეხვედრის შემდეგ. უწყების განმარტებით, ელჩი ანნე ტოფტ სორენსენი, 10 იანვარს, დანიურ გამოცემაში მის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან და მასში მოცემულ არასწორ ფაქტებსა და პოლიტიკურ შეფასებასთან დაკავშირებით დაიბარეს სამინისტროში. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ პუბლიკაციაში ადგილი ჰქონდა მნიშვნელოვან ფაქტობრივ უზუსტობებს და არაობიექტურ შეფასებებს, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების, მათ შორის დანიური მკითხველის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული პუბლიკაცია ცალკეული ძალების მხრიდან პოლიტიკური ინტერპრეტაციებისთვის იქნა გამოყენებული, რაც, ბუნებრივია ხელს უშლის ქვეყნის მიმართ ევროკავშირის მიერ განსაზღვრული მთავარი ამოცანის - დეპოლარიზაციის ეფექტიან განხორციელებას. შეხვედრაზე დანიურმა მხარემ წუხილი გამოთქვა აღნიშნულის გამო და განაცხადა, რომ სტატია გამიზნული იყო დანიის მხრიდან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის და სამწუხაროა, რომ ოპონენტების მხრიდან იგი უარყოფით კონტექსტში იქნა გამოყენებული. დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა. სტატიას პოლიტიკოსები აფასებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
Formula News
ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიების გამო დანიის ელჩი საგარეო ს...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ფორმულა 20:00 საათზე — 11 იანვარი
დანიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
TV IMEDI
დანიის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
TV IMEDI
ქრონიკა 17:00 საათზე - 11 იანვარი, 2024 წელი
TV IMEDI
„ოცნების“ პასუხი ივანიშვილის კრიტიკაზე
Formula News
ანნე ტოფტ სორენსენი, დანიის ელჩი ევროკავშირის გაფართოების შე...
European Union in Georgia