3 წლის ბავშვის დაჭრის საქმე

01.11.2019 00:27

პეკინის გამზირზე, სამი წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული ქალის მიმართ, სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც ქალს ფსიქიკური პრობლემები აქვს და დანაშაულის ჩადენის მომენტში შეურაცხადი იყო. ადვოკატ ალექსანდრე გაბუნიას ინფორმაციით, სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 3 წლიანი იძულებითი მკურნალობა დაუნიშნა და შესაბამისად, ბრალდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ხონის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: