რელიგიის სააგენტოს განცხადება

10.03.2024 01:11

ადიგენში მომხდარ დაპირისპირებას რელიგიის საკითხთა კომიტეტი ეხმაურება. სააგენტოში აღნიშნავენ, რომ მათთვის ნებისმიერი მიზანმიმართული დესტრუქცია და რელიგიისა და რწმენის გამოყენებას ვიწრო ინტერესებისათვის მიუღებელია. განცხადებაში ვკითხულობთ: "სააგენტო არ მიესალმება ძალადობას და იმედოვნებს, რომ საკითხი უსწრაფესად იქნება დარეგულირებული. მოუწოდებს მხარეებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და იმოქმედონ საქართველოს ინტერესების და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავდროულად, მოუწოდებს მუსლიმ და ქრისტიან რელიგიურ ლიდერებს, არ აყვნენ პროვოკაციას და საკუთარ მრევლში იმუშაონ, რათა მომხდარი ფაქტის გარშემო არსებული დაძაბულობა მრევლში არ გადავიდეს.“- ნათქვამია რელიგიის საკითხთა კომიტეტის განცხადებაში. საკითხს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. „სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება.“- აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ადიგენში დაპირისპირება 8 მარტს მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია, რომ მუსლიმ მოქალაქეებს ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მეჩეთად გადაკეთება სურდათ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ზაზა ვაშაყმაძის განცხადება
01:20

ზაზა ვაშაყმაძის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თამთა მიქელაძე - ბუკნარის ინციდენტი და რელიგიის სააგენტო
05:31

თამთა მიქელაძე - ბუკნარის ინციდენტი და რელიგიის სააგენტო

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს დეკემბრის ბოლოს ეწვევა
01:23

კარდინალი პიეტრო პაროლინი საქართველოს დეკემბრის ბოლოს ეწვევა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რელიგიური გაერთიანებების განცხადება
01:16

რელიგიური გაერთიანებების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების განცხადება
04:23

არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციების განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში
01:38

შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სომხური ეკლესია იესო ქრისტეს შობას, განცხადებას და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს
01:22

სომხური ეკლესია იესო ქრისტეს შობას, განცხადებას და ნათლისღებ...

რელიგიის საკითხთა სახელწიფო სააგენტო

საახალწლო საჩუქრები 202-ე საჯარო სკოლას
01:37

საახალწლო საჩუქრები 202-ე საჯარო სკოლას

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო