ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია


ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია გაიმართება ავსტრიაში.  სხდომებზე დასასწრებად ემზადება ქართული დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა პირველად უხელმძღვანელებს. ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანო  ავრცელებს. საპარლამენტო ასამბლეის წევრი სახელმწიფოების, 300-მდე პარლამენტარი, ეუთო-ს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე: უსაფრთხოების გამოწვევებზე, გარემოს დაცვასა და ეკოლოგიაზე, მიგრაციაზე, ეკონომიკისა და გენდერულ საკითხებზე,  დისკუსიებს გამართავენ. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრებიც.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან