კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს
08/13/2018
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია „ევროპულ საქართველოს“ წერილობით პასუხობს. კომისიაში აცხადებენ, რომ არა წინასაარჩევნო პერიოდში სამაუწყებლო ეთერში პოლიტიკური შინაარსის ვიდეორგოლების განთავსებასთან დაკავშირებით, კომისიის გადაწყვეტილებები სრულ შესაბამისობაშია არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობასთან, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ პოლიტიკური რეკლამის ტელევიზიითა და რადიოთი გავრცელების აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია.
„ევროპული საქართველო” კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ პოლიტიკურ რეკლამებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურს უწოდებს. ოთარ კახიძის განცხადებით, საუბარია გაზაფხულზე მიღებულ კანონზე, რომელიც საქართველოში მოქმედ მაუწყებლებს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების რეკლამების განთავსებას უკრძალავს. მისი თქმით, კანონის თანახმად, პარტიებს საკუთარი პოლიტიკური რეკლამების ეთერში განთავსების უფლება მხოლოდ არჩევნებამდე ორი თვით ადრე ეძლევათ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb