საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება


პოლიტიკურ მოტივს ხედავს ოპოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღმა.

სასამართლომ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით ორი მოქალაქის სარჩელი წარმოებაში მიიღო, საქმის განხილვის დასრულებამდე კი დროებით შეაჩერა ნორმა, რომლის მიხედვით მოქალაქეები მხოლოდ ელექტრონულ, ანუ ე. წ. ჩიპიან პირადობებს უნდა იყენებდნენ. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან ნებისმიერ მსურველს შეუძლია, იუსტიციის სახლში ე. წ. ჩიპის გარეშე პირადობის მოწმობების მიღება მოითხოვოს.

„ნაციონალური მოძრაობა“ მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლაში ადანაშაულებს და ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილება ხელისუფლების წინასაარჩევნო მანიპულაციების გეგმას უკავშირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან